გია ჟორჟოლიანი: მყისიერად პარლამენტის გადმოტანის საკითხის დაყენება უგუნურობა იქნება

“მყისიერად პარლამენტის გადმოტანის საკითხის დაყენება ისეთივე უგუნურობა იქნება, როგორიც ეს იყო მისი გადატანის შემთხვევაში”, -ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, გია ჟორჟოლიანმა განაცხადა.

გია ჟორჟოლიანი აცხადებს, რომ ხელისუფლების ძირითადი აქცენტი ეკონომიკის განვითარებაზე გაკეთდება. პარლამენტის გადმოტანის საკითხი, მისივე ინფორმაციით, უახლოეს მომავალში დღის წესრიგში არ დგას.

ჟორჟოლიანი ყურადღებას სოციალურ საკითხებზე ამახვილებს. “პარლამენტის გადმოტანა ამ ეტაპზე ქუთაისიდან თბილისში იქნება ისეთივე უგუნურება, როგორიც თავის დროზე მისი ქუთაისში გადატანა იყო. ხელისუფლებას აქვს გაცილებით მნიშვნელოვანი საკითხები მოსაგვარებელი, არავითარი განხილვები ამ საკითხზე არ არის დაგეგმილი. დაგეგმილია რადიკალური ცვლილებები ჩვენს პოლიტიკაში, ამ ცვლილებებს კი შესაძლოა დასჭირდეს საკონსტიტუციო ცვლილებებიც“, -განაცხად გია ჟორჟოლიანმა „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ალასანია: „კაბელების საქმე“ ძალიან დიდი და სამარცხვინო ლაქაა საქართველოს მართლმსაჯულებისთვის
შემდეგი სტატიამშენებარე კორპუსიდან გადმოვარდნილი ახალგაზრდა გარდაიცვალა