გია ჟორჟოლიანი: მედია და საზოგადოება ამას განსაკუთრებულ მნიშვნელობა ნუ მიანიჭებთ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ჟორჟოლიანი გერმანულ-ამერიკული ორგანიზაცია GfK-ის კვლევას გამოეხმაურა. ჟორჟოლიანის თქმით ის სკეპტიკურად არის განწყობილი რადგან ამ ტიპის კვლევეში არია მეთოდოლოგიური ხარვეზები და მანიპულაციის მომენტებიც:

“ამ ტიპის გამოკითხვების მიმართ სკეპტიკურად ვარ განწყობილი იმიტომ, რომ მეთოდოლოგიური სირთულეებია, რომელიც ახასიათებს ჩვენს ქვეყანას და ზოგიერთი ტიპის საზოგადოებას. მინდა, ხაზი გავუსვათ, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ამას ნუ მიანიჭებთ ნურც ჟურნალისტები და ნურც მედია, მით უმეტეს, საზოგადოება. არჩევნები იმისთვის ტარდება, რომ ხალხმა მისცეს ხმა. გარდა მეთოდოლოგიური ხარვეზებისა, ცხადია, არსებობს მანიპულირების მომენტიც. ”- განცხადა გია ჟორჟოლიანმა.

banner
წინა სტატიაშიადვოკატი: ბექა ბექაური დანაშაულის ჩადენის მოტივად რუსული ბაზების აფეთქების სურვილს ასახელებს
შემდეგი სტატიაირაკლი ალასანია სუს-ს ტერაქტის მზადების აღკვეთისთვის მადლობას უხდის