გია ჟორჟოლიანი: არ მიმდინარეობს სიის ფორმირება

ქართული ოცნების საარჩევნო სიასთან დაკავშირებით გია ჟორჟოლიანმა ისაუბრა, რომელმაც დაადასტურა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

„არ მიმდინარეობს სიის ფორმირება, გეუბნებით. ჯერჯერობით, მიმდინარეობს ზოგადად საუბარი და რაღაც ოდესღაც იქნება, რა თქმა უნდა,“ – განაცხადა უმრავლესობის წევრმა გია ჟორჟოლიანმა.

როგორც დეპუტატმა განმარტა, ის არ ფლობს ინფორმაციას, იმასთან დაკავშირებით, გაიმართება თუ არა ამ საკითხთან დაკავშირებით, ყოფილ პრემიერთან ბიძინა ივანიშვილითან კონსულტაციები.

„ჩვენ ჩვენი პარტია მონაწილეობას მივიღებთ ოცნებასთან ერთად და ამას კიდევ ერთხელ გიდასტურებთ. ვინ იქნება სიაში, მისი გამოქვეყნების შემდეგ გავიგებთ,“ – განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.

მისი თქმით, სია სავარაუდოდ უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება.

banner
წინა სტატიაშიიან კელი: სტაბილური წინასაარჩევნო გარემოს შენარჩუნებაში მედიას უმნიშვნელოვანესი როლი აქვს
შემდეგი სტატია“საქართველოს პრობლემების მოგვარება NATO-ს წევრობაში კი არა, უბლოკო სტატუსის გამოცხადებაშია”