გია ჟორჟოლიანი: ახალი პარლამენტის პირველი სხდომა 19 ნოემბერს გაიმართება, მანამდე კი კონსულტაციები გრძელდება

პარლამენტის პირველი პლენარული სხდომა 19 ნოემბერს გაიმართება, მანამდე კი, გუნდის შიგნით კონსულტაციები გაგრძელდება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა გია ჟორჟოლიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, ამ დროისთვის კონსულტაციები გრძელდება.

„ჯერ საბოლოოდ არ ვართ ჩამოყალიბებულები, როგორი იქნება მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა და როგორ გადანაწილდება პარლამენტში თანამდებობები. მთავრობაში მიმდინარე ცვლილებებთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრი გააკეთებს განცხადებას, ხოლო პარლამენტის საკადრო ცვლილებები პირველივე სხდომაზე დამტკიცდება“, – განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.

გია ჟორჟოლიანმა არ გამორიცხა, რომ რამდენიმე მინისტრმა თანამდებობა შეიცვალოს.

banner
წინა სტატიაშიპირადი ცხოვრების ამსახველი მასალის გავრცელების საქმეზე ბრალდებული გელა ღურწკაია პატიმრობიდან გათავისუფლდა
შემდეგი სტატიაერაყის არმია ქალაქ მოსულში შევიდა