ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სანქციებმა საქართველოს მოსახლეობაზე არ იმოქმედოს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა კითხვაზე, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის 21-ე სასანქციო პაკეტის ფარგლებში, „თელასისა“ და „თელმიკოს“ შესაძლო დასანქცირებას ეხებოდა.
ვოლსკის თქმით, კონსულტაციები მიმდინარეობს და ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ მოსახლეობას პრობლემა არ შეექმნას.
„მიმდინარეობს უცხოელ პარტნიორებთან გარკვეული კონსულტაციები, ექსპერტების შეხვედრები სამთავრობო სტრუქტურებში. ჯერჯერობით მეტს ვერ ვიტყვი. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სანქციებმა საქართველოს მოსახლეობაზე არ იმოქმედოს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.















