გია ვოლსკიმ “ქართული ოცნების” მიერ გიგი წერეთლის შესახებ განცხადების გავრცელებს მიზეზები განმარტა

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებამ ეუთო-ს საპარლამენტო ასაბლეის პრეზიდენტად გიგი წერეთლის მხარდაჭრის შესახებ, საკმაოდ გაუგებრობა გამოიწვია, დელეგაციებში გაურკვევლობა გამოიწვია და პარტია “ქართულმა ოცნებამ” განცხადების გაკეთება მიიჩნია საჭიროდ,- ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, გია ვოლსკი განუცხადა.

“ჩვენი სტუმართმოყვარეობიდან, ღონისძიების კარგად ორგანიზებიდან გამომდინარე გარკვეული უხერხულობა შეიქმნა. მითუმეტეს, რომ რაიმე ეროვნული კვოტა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაშიარ არსებობს, ეს არის პარტიათა შორის შეჯიბრი, ვისი წარმომადგენელი იქნება არჩეული”,- აღნიშნა ვოლსკიმ.

მისივე თქმით, რეალურად გიგი წერეთელი უმცირესობას წარმოადგენს.

“საქართველოს ინტერესებზე თუა საუბარი, ამ შემთხვევაში, სერიოზული ეჭვი არსებობს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში, გიგი წერეთელი თავისი პოზიციიდან, “ნაციონალურ მოძრაობას” და არა რაღაც სახალხო საკაცობრიო ინტერესებს დაუჭერს მხარს. აქედან გამომდინარე, პარტიამ აუცილებლად ჩათვალა, გაეკეთებინა ასეთი განცხადება”,-აღნიშნა ვოლსკიმ.

პარტია “ქართულმა ოცნებამ” დღეს განცხადება გაავრცელა, სადაც განმარტებულია, რატომ არ უჭერს მხარს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად გიგი წერეთლის არჩევას.

კენჭისყრა ამ საკითხზე 5 ივლისს გაიმართება. საქართველოს პრეზიდენტმა გიგი წერეთლის კანდიდატურის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა.

banner
წინა სტატიაშიგია ვოლსკი : სააკაშვილის ხელისუფლება ჩატაევს გარკვეული ამოცანებისთვის იყენებდა
შემდეგი სტატიაშსს-ს თანამშრომლებს ოჯახური ძალადობის თემაზე ტრენინგი ჩაუტარდათ