გია ვოლსკი : ზალკალიანისა და ლავროვის შეხვედრასთან დაკავშირებით პარტნიორი ქვეყნებს წარმომადგენლებთან მაღალ დონეზე გვქონდა კონსულტაცია

საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი აცხადებს, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის შეხვედრასთნ დაკავშირებით პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებთან მაღალი დონის კონსულტაციები შედგა.

ვოლსკი შეხვედრის ბენეფიტებზე ამ ეტაპზე არ საუბრობს და აცხადებს, რომ შექმნილი სიტუაციის მოგვარების ორი გზა არსებობს.

„პარტნიორი ქვეყნებს წარმომადგენლებთან მაღალ დონეზე გვქონდა კონსულტაცია შეხვედრასთან დაკავშირებით. შეხვედრა შედგა შვეიცარიის შუამდგომლობით. ბენეფიტებზე ჯერ ვერ ვილაპარაკებთ, თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ ამ უბედური სიტუაციის მოგვარების ორი გზა არსებობს, ერთი არის სამხედრო გზა, მეორე – მოლაპარაკებების გზა. ურთულესი მდგომარეობაა და დაძაბულობის, ესკალაციის, საფუძველი, წინაპირობა არის, რაც აუცილებლად გარკვეულ რეაგირებას ითხოვს. არ აწყობს ჩვენ პარტნიორ ქვეყნებსაც ამ გლობალური დაპირისპირების პირობებში საქართველო კიდევ ერთი დამატებითი ცხელი წერტილი გახდეს. ეს არ არის საქართველოში გამოგონილი ნოუ ჰაუ, რომ მოლაპარაკებებით კონფლიქტები გვარდება. დაძაბული სიტუაცია როგორმე უნდა წავიდეს კლებისაკენ, ეს არის პირველ რიგში ამოცანა. ჩვენ მარტო არ ვართ ამ დაპირისპირებაში“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ნიუ იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის ფარგლებში, შვეიცარიის კონფედერაციის ინიციატივითა და ორგანიზებით, გუშინ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შეხვდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრის შესახებ კონსულტაციები შედგა საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებთან. „გადავწყვიტეთ, რომ მნიშვნელოვანი იქნებოდა ამ ნაბიჯის გადადგმა, რადგანაც პირველი შესაძლებლობა იქნებოდა, ასეთ დონეზე რუსეთის ფედერაციისთვის პირდაპირ გვეთქვა სათქმელი. ჩვენ ვიმსჯელეთ ყველაფერზე, ძირითადი თემა იყო დეოკუპაცია, უკანონო ბორდერიზაცია, ასევე რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში არსებული ბევრი პრობლემური საკითხი, მათ შორის რაც არის დაკავშირებულ ჟენევის მოლაპარაკებებთან, საქართველოს პოზიციასთან და რუსეთის დამოკიდებულებასთან“, – განაცხადა ზალკალიანმა.

banner
წინა სტატიაშიქეთევან ციხელაშვილი ზალკალიანი-ლავროვის შეხვედრაზე – გადაიდგა ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომლის შედეგებსაც უნდა დაველოდოთ
შემდეგი სტატიასაქართველოში აშშ-ის საელჩო – ვაგრძელებთ ჩვენი მეგობრის, საქართველოს გვერდში დგომას და ვიზიარებთ სოხუმის დაცემის დღის მწუხარებას