გია ვოლსკი: ვნახოთ, როგორი იქნება დავით უსუფაშვილი გაზაფხულზე

„ქართული ოცნების“ დეპუტატებს პარლამენტის მოქმედ თავმჯდომარესთან, დავით უსუფაშვილთან სამომავლო თანამშრომლობაზე საუბარი ნაადრევად მიაჩნიათ.

როგორც ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ გიორგი ვოლსკიმ განაცხადა, დავით უსუფაშვილი ერთ-ერთი ყველაზე კარგი პარლამენტის თავმჯდომარე იყო.

„დავით უსუფაშვილი დიდი ხანია პოლიტიკაშია. საინტერესო ადამიანი და პოლიტიკოსია. გაზაფხულზე რას მოიმოქმედებს, შექმნის თუ არა პოლიტიკურ პარტიას, ამის წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელია. თუმცა ერთს ვიტყვი, რომ წარმატებული პარლამენტის თავმჯდომარის როლი და ფუნქცია გაქრა, როგორც კი პარტიულ ფორმატში გადაინაცვლა. ვნახოთ, როგორი იქნება დავით უსუფაშვილი გაზაფხულზე“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ამასთან, როგორც პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ განაცხადა, დავით უსუფაშვილთან ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, საკმაოდ კარგად თანამშრომლობდა.

„თუ ის პოლიტიკურ პარტიას შექმნის, მასთან თანამშრომლობის პერსპექტივა მომავლის საქმეა. შესაბამისად, ამ საკითხებზე საუბარი ნაადრევად მიმაჩნია“, – განაცხადა მანანა კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშირაჭაში 3.1 სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
შემდეგი სტატიარომან გოცირიძე: მთავრობა მკითხავთან მისულა