გია ვოლსკი – ვენეციის კომისიის რეკომენდაციებზე ოპონენტების განცხადებები პოლიტიკურად ანგაჟირებული მგონია

პოლიტიკურად ანგაჟირებული მგონია განცხადებები, რომელსაც ოპონენტები აკეთებენ, სხვანაირად არც ველოდებოდით, – ასე აფასებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი, ვენეციის კომისიის დასკვნაზე ოპონენტების მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს.

მმართველი პარტიის წევრის განცხადებით, უმრავლესობისთვის ვენეციის კომისიის დასკვნა მნიშვნელოვანია.

“პოლიტიკურად ანგაჟირებული მგონია განცხადებები, რომელსაც ოპონენტები აკეთებენ, სხვანაირად არც ველოდებოდით. ბევრი შენიშვნა გათვალისწინებულია და თუ რამე არ არის, ამაზეც აქვს პასუხი უმრავლესობას. ყველასთვის საინტერესოა ვენეციის კომისიის მოსაზრებები და თუ რაიმეს არ გაითვალისწინებს პარლამენტი, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის არ იყო საჭირო. რაც გაითვალისწინა, ამას მიაქციეთ ყურადღება!” – განაცხადა გია ვოლსკიმ.

banner
წინა სტატიაშიუამინდობა და ზვავსაშიშროება გუდაურში – თოვლში ჩარჩენილი 20 ადამიანი დახმარებას ითხოვს
შემდეგი სტატიაეკა ბესელია – აუცილებლად დავაყენებ ირაკლი კობახიძის პასუხისმგებლობის საკითხს