გია ვოლსკი : უმრავლესობის სხდომის გამართვა არ ჭიანურდება – შეხვედრა შეხვედრისთვის ხომ არ ჩატარდება?!

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ უმრავლესობის სხდომის გამართვა არ ჭიანურდება, ვინაიდან შეხვედრა მხოლოდ შეხვედრისთვის არ უნდა ჩატარდეს. ასე უპასუხა ვოლსკიმ ჟურნალისტის შესაბამის კითხვას.

“არ ჭიანურდება. შეხვედრა შეხვედრისთვის ხომ არ ჩატარდება?! უმრავლესობის შეხვედრას საკმაოდ საინტერესო დღის წესრიგი გააჩნია. გვაქვს თემატური, მნიშვნელოვანი საკითხები განსახილველი და რასაკვირველია ურთიერთობების თემაც მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, რომ “ქართულ ოცნებაში“ დაპირისპირების შემდეგ უმრავლესობის სხდომა 19 აპრილს ჩაინიშნა, თუმცა მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ გაურკვეველი ვადით გადაიდო. სხდომა ამ დრომდე არ გამართულა.

banner
წინა სტატიაშიოთარ დანელია : მმართველ გუნდში ყველაფერი ძალიან მალე დალაგდება, შესაბამისად, ვნებათაღელვის საფუძველი არ არსებობს
შემდეგი სტატიასაქართველოს რკინიგზა განათების თანამედროვე სისტემაზე გადადის