33.9 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 13, 2026
banner

გია ვოლსკი: უკრაინასა და მოლდოვაში ის სტანდარტები არ მოქმედებს, რომელიც ევროკავშირის წევრობას სჭირდება

პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ გაფართოების საკითხებში ევროკომისარ მარტა კოსის განცხადება შეაფასა, რომელიც ივლისში უკრაინასა და მოლდოვასთან დარჩენილი ხუთივე კლასტერის შესაძლო გახსნას ეხებოდა. ვოლსკის განმარტებით, ამ ორ ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მაჩვენებლები და ზოგადი სტანდარტები შორს არის იმ მოთხოვნებისგან, რაც წევრობისთვის არის აუცილებელი.

ვოლსკიმ აღნიშნა, რომ ამ რეალობის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიც ფლობენ და ამაზე არაერთხელ უსაუბრიათ.

„თავადაც კარგად იციან და ევროკავშირის არაერთ წევრ ქვეყანას განუცხადებია, რომ უკრაინასა და მოლდოვაში ის სტანდარტები არ მოქმედებს, რომელიც ევროკავშირის წევრობას სჭირდება, თუნდაც ეკონომიკური მაჩვენებლებით“, — განაცხადა გია ვოლსკიმ.

კომენტარი მოჰყვა ევროკომისარ მარტა კოსის განცხადებას, სადაც მან აღნიშნა, რომ თუ უკრაინა და მოლდოვა თავიანთ ვალდებულებებს შეასრულებენ, ევროკავშირიც მზად უნდა იყოს ივლისში გაწევრიანების მოლაპარაკებების დარჩენილი ხუთივე კლასტერის გასახსნელად.

banner
წინა სტატიაშისომხეთის ყოფილ პრეზიდენტს და ოპოზიციონერ რობერტ ქოჩარიანს ქვეყნის დატოვება აუკრძალეს
შემდეგი სტატიაგრიგოლ გეგელია “ქართული ოცნების” პოლიტიკაზე: საქართველოს სულ უფრო მეტად ფლავენ იზოლაციაში