გია ვოლსკი : თუ დიდი ხნის განმავლობაში ვერ მოხდა კურსის დაბალანსება, ეს გარკვეულ გავლენას მოახდენს ფასებზეც

საპარლამენტო უმრავლესობაში არ გამორიცხავენ, რომ ეროვნული ვალუტის გაუფასურების ფონზე ფასების მატებას ჰქონდეს ადგილი. მიუხედავად ამისა, იმედოვნებენ, რომ ლარის კურის დასტაბილურდება და ვითარება დროულად გამოსწორდება. გია ვოლსკი მოსახლეობას ყურადღების გამახვილებას პოზიტიურ ფაქტებზე ურჩევს.

„თუ დიდი ხნის განმავლობაში ვერ მოხდა კურსის დაბალანსება, ეს გარკვეულ გავლენას მოახდენს ფასებზეც, თუმცა არის სხვადასხვა ეკონომიკური მაჩვენებლები, ფაქტორები, რომელიც ალბათ, კომპლექსურად უნდა იყოს გათვალისწინებული. ასე რომ პოზიტიურ პროგნოზს ალბათ უფრო მეტი ყურადღება უნდა მივაქციოთ,“ – განაცხადა ქართული ოცნების ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ.

banner
წინა სტატიაშიიტალიისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა
შემდეგი სტატია“მე პრემიერის ნებისმიერ გადაწყვეტილებას მივესალმები” – მღებრიშვილი საკადრო ცვლილებებზე