გია ვოლსკი: თოფაძეს პრეზიდენტისადმი და საზოგადოებისადმიც ბოდიშის მოხდა მოუწევს

გია ვოლსკი facebook-ის საკუთარ გვერდზე დღევანდელ პროცესებს აფასებს

ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე გია ვოლსკის განცხადებით, გოგი თოფაძემ, პარლამენტში გაკეთებული განცხადების გამო, ბოდიში უნდა მოუხადოს საქართველოს პრეზიდენტს და საზოგადოებას.

როგორც ვოლსკიმ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, დეპუტატ გოგი თოფაძის მიერ გაკეთებული განცხადება არაკორექტული იყო.

“ამ ტრიბუნიდან გაკეთებული ჩემი კოლეგის, გოგი თოფაძის მიერ გაკეთებული განცხადება, სულ მცირე, რბილად რომ ვთქვათ, არაკორექტულია. მე ვფიქრობ, რომ იგი ვალდებულია, კონკრეტული თარიღი და კონკრეტული ფრაზეოლოგია მოიყვანოს იმ გამონათქვამების დასადასტურებლად, რაზედაც მან აღნიშნა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ბოდიშის მოხდა მოუწევს პრეზიდენტისადმი და საზოგადოებისადმიც. ყველა შემთხვევაში, როგორც არ უნდა დასრულდეს ეს კვლევა-ძიება, იყო თუ არა გამოყენებული ესეთი გამნათქვამი, მაინც კორექტულობის გარკვეულ ზღვარს სცილდება. ასეთი შეფასებები არასწორია და დღევანდელ დღეს არ უხდება. ვერ დაგპირდებით, რომ ჩემი გამოსვლა, რომელიც საკმაოდ კრიტიკულ ნაწილს შეიცავს იქნება პოზიტიური ყველა საკითხზე, მაგრამ ვფიქრობ, კრიტიკას აქვს თავისი ფორმა და თავისი გამოხატვის ის წესები, რომელსაც ყველა უნდა ვემორჩილებოდეთ”, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი აბაშიშვილი: ბატონი თოფაძის ე.წ. განცხადებას ყველაზე ადეკვატურ და სწორ პასუხს ქართული საზოგადოება გასცემს
შემდეგი სტატიაგოკა გაბაშვილი პრეზიდენტს “გაზპრომის” თემაზე გააქტიურებისკენ მოუწოდებს