გია ვოლსკი – შს მინისტრი მზად არის პლენარულ სხდომაზე მოვიდეს და დეპუტატების ყველა კითხვას პასუხი გასცეს

შს მინისტრი მზად არის პლენარულ სხდომაზე მოვიდეს და დეპუტატების ყველა კითხვას პასუხი გასცეს, – ამის შესახებ  პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

ამასთან, ვოლსკის შეფასებით, “ევროპული საქართველოს“ მოთხოვნის მიზანი, მინისტრი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მივიდეს, დესტრუქცია და პოლიტიკური ცირკის მოწყობაა.

“ევროპული საქართველო“ პროცედურას იშველიებს. რეალურად კი არ უნდათ მის დანაყოფს “ნაციონალურ მოძრაობას“ დესტრუქციაში ჩამორჩნენ. დარწმუნებული ვარ, ყველა შეხვედრა, ყველა საკითხი, რომელიც პარლამენტში მიმდინარე პროცესებს ეხება, მომავალშიც ისე იქნება ინტერპრეტირებული და იმ კუთხით წაყვანილი, რომ როგორმე დაპირისპირება, შეუთანხმებლობა, ყვირილი და ხმაური მოხდეს, რათა საერთაშორისო თანამეგობრობა დაარწმუნონ, რომ ოპოზიციის მიმართ რაღაც უსამართლობა ხდება. შინაგან საქმეთა მინისტრი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მოვა, ყველა კითხვას გასცემს პასუხს და თავადაც წარმოდგენს ინფორმაციას. ოპოზიციის მიზანი ცირკის მოწყობაა, რაც უნისონშია გრიგოლ ვაშაძის განცხადებასთან, რომ არც ერთ დონეზე, არსად არანაირ მოლაპარაკებას არ აპირებენ. აქვთ ულტიმატუმები და მათი მიზანია ხელისუფლებას ულტიმატუმების შესრულება აიძულონ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

 

banner
წინა სტატიაშიშსს-მ ის პირი დააკავა, რომელმაც ბუტა რობაქიძის საქმეზე სასამართლო პროცესზე პროკურორს სანთებელა ესროლა
შემდეგი სტატიათბილისის საკრებულომ მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი შესაძლოა მომდევნო კვირაში დაამტკიცოს