გია ვოლსკი : შეწყალების თემა უნდა დარეგულირდეს, რადგან არ შეიძლება, ამ ასპარეზზე პრეზიდენტმა, ნებისმიერმა განსწავლულმა ადამიანმა თვითშემოქმედებით იმოქმედოს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ აუცილებელია, შეწყალების თემა დარეგულირდეს, რადგან არ შეიძლება, ამ ასპარეზზე ადამიანმა, პრეზიდენტმა, ნებისმიერმა განსწავლულმა ადამიანმა თვითშემოქმედებით იმოქმედოს.

ამასთან, როგორც ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, სანამ პრინციები არ ჩამოყალიბდება, შეცდომებისგან, გადაცდომებისგან, არასწორი გადაწყვეტილებებისგან არავინ არის დაზღვეული.

მისივე თქმით, მიაჩნია, რომ დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის გასამართლებული პირის შეწყალება არასწორი გადაწვეტილებაა.

„ზოგადად, შეწყალება კარგი ფაქტია, მაგრამ წარმომიდგენია ისეთი ადამიანის შეწყალება, რომელიც მუხლებზე არის დაცემული, შეწყალებას ითხოვს, მონანიებული აქვს ყველაფერი და ამის გარდა, დაზარალებული მხარეც წინააღმდეგი არ არის, რომ შეწყალება მოხდეს. მხედველობაში მაქვს მძიმე დანაშაულებები, მძიმე, რომელიც ლეტალურ შედეგთან არ არის დაკავშირებული. ამ თემაზე შეკითხვა მაქვს და ვფიქრობ, რომ ამ სფეროს დარეგულირება მალე უნდა მოხდეს“, – აღნიშნა ვოლსკიმ.

banner
წინა სტატიაშიკონსტანტინე შანავას დამაჯერებელი პირველობით დასრულდა თურქეთის ქალაქ ენეზში გამართული ‘Enez District 3th International Open Chess Tournament’!
შემდეგი სტატიარომან გოცირიძე : უკვე მეორე საგანგაშო მოვლენაა ბოლო ერთი თვის განმავლობაში, როდესაც პრეზიდენტი კვლავ იწყალებს მკვლელს