გია ვოლსკი: შენიშვნა რაც სტრასბურგიდან მოვიდა , არ უნდა დარჩეს არანაირ ჩრდილში

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ვანო მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის ფაქტზე გამოძიების დაწყებას მნიშვნელოვნად მიიჩნევენ. დეპუტატების შეფასებით, გამოძიებასთან ყველამ უნდა ითანამშრომლოს, მათ შორის ყოფილმა პროკურორმაც. თუმცა, აცხადებენ, რომ ვანო მერაბიშვილი დამნაშავეა და იგი სასჯელს სამართლიანად იხდის:

„ყველამ უნდა ითანამშრომლოს და ეს თუნდაც მცირე შენიშვნა, რაც სტრასბურგიდან მოვიდა ჩვენდამი, არ უნდა დარჩეს არანაირ ჩრდილში. ამ საკითხზეც უნდა იყოს სინათლე შეტანილი, რა მოხდა რეალურად,“ – განაცხადა ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე, გიორგი ვოლსკიმ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი : ჩვენი ქვეყნის მომავალს მხოლოდ განათლებული ახალგაზრდები შექმნიან
შემდეგი სტატიაგიორგი მღებრიშვლი: შსს დიდ მნიშვენლობას ანიჭებს განათლებული კადრების მოზიდვას