გია ვოლსკი შალვა შავგულიძეზე: ამ დროს “დაიკარგა” შალვა შვიდი თვით

“შალვა შავგულიძესთან დაკავშირებით არის რამდენიმე გარემოება, რომელიც შესაძლოა, ყურადღების მიღმა დარჩა”, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი წერს:
“თავად შალვა შავგულიძის, ან მისი პარტიის გაერთიანება კონკრეტულ პოლიტიკურ ჯგუფთან უკომენტაროდ შეგვიძლია დავტოვოთ. ფაქტი უკვე სახეზეა! არ შეეძლო საინიციატივო ჯგუფით გამოსულიყო?! არის კიდევ რამდენიმე გარემოება, რაც, შესაძლოა ყურადღების მიღმა დარჩა: წესით სტრასბურგს არ უნდა მიეღო საქმე “ენუქიძე საქართველოს წინააღმდეგ”.

სწორედ შალვას მიერ არ იყო გასაჩივრებული სააპელაციო სასამართლოში, რითაც ზემდგომ ინსტანციებს უსამართლო განაჩენის რევიზიის შესაძლებლობა ფორმალურადაც კი მოუსპო, ანუ როგორც სტრასბურგი ითხოვს, ყველა აუცილებელი ქმედება არ იყო ჩატარებული, რაც საქმის მიღებაზე უარის პირდაპირი საფუძველია! და ამას არავითარი გამართლება არა აქვს, ეს ფაქტია. სტრასბურგმა საქმე რომ მიიღო გარკვეულმა “ფაქტორებმა” იმუშავა და შალვა საერთოდ არ ყოფილა მათი მონაწილე, კარგად იცის… ის კი არა, როდესაც ირინა ენუქიძე გარდაიცვალა, მოსარჩელეც უნდა შეცვლილიყო საქმის წარმოების გაგრძელებისათვის. ამ დროს “დაიკარგა” შალვა შვიდი თვით (!) განმავლობაში და ისევ “გარკვეული ფაქტორების” გამო გამოჩნდა და როგორც იქნა, ახალი მოსარჩელე მხარე დაადგინა (სანდროს მამა).

მერე აღმოჩნდა, რომ პროცესზე ვერ გამოვიდოდა ენის არცოდნის გამო და არც შესაბამისი კვალიფიკაციის მთარგმნელს იცნობდა… მახსოვს ჯანდიერს მიჰყავდა საქმე”, – წერს გია ვოლსკი.

banner
წინა სტატიაშიჩვენი ამოცანაა, დავამარცხოთ „ნაციონალური მოძრაობაც“ და „ევროპული საქართველოც“, წიწილებს 19 მაისს დავითვლით
შემდეგი სტატიააფხაზეთის მთავრობის ორგანიზებით აქცია მოძრაობა „ვიზრუნოთ ერთმანეთზე“ გაიმართა