გია ვოლსკი “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის” მიერ კორცხელის ინციდენტთან დაკავშრებით გამოქვეყნებულ ანგარიშს ეხმაურება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის” მიერ კორცხელის ინციდენტთან დაკავშრებით გამოქვეყნებულ ანგარიშს ეხმაურება, რომლის თანახმადაც, ხელისუფლებამ კორცხელში მომხდარი ინციდენტი წაახალისა.

დეპუტატი ფიქრობს, რომ ეს კვლევა რეალობას ცდება, რადგან წახალისების არც ინტერესი და არც არავითარი წინაპირობა არ არსებობდა.

”ნებისმიერი აგრესიული მოქმედება დამაზიანებელია. წახალისება მოხდა იმ მეთოდებით, როგორც ეს ხდებოდა ადრე, არჩევნების წინა პერიოდში, არჩევნების დროს თუ ეკლესიის დარბევისას, როცა გიგა ბოკერია თავისი ჩამოყალიბებული სქემებით მოქმედებდა. ეტყობა მელიაც ჩაეწერა ასეთი აქტივობების მოწაფეებში და შეიქმნა წინაპირობა, რომლითაც მუშტი-კრივი პრაქტიკულად განხორციელდა, თუმცა ეს არ ათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან მათ, ვინც ამ მუშტი-კრივში მონაწილეობდა. მე ვფიქრობ, გამოძიებამ თავისი დასკვნები უნდა დადოს”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

banner
წინა სტატიაშიეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა რუსეთს 2008 წლის აგვისტოში ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას სთხოვს
შემდეგი სტატიაგია ვოლსკი: ,,ვარშალომიძის დაბრუნებაზე ცალკე კინო უნდა გადავიღოთ”