6.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, აპრილი 22, 2026
banner

გია ვოლსკი: საქართველომ ვალდებულება აიღო, რომ ტერიტორია არ იქნება გამოყენებული არც რუსეთის, არც ირანის და არც დასანქცირებული კომპანიის დასახმარებლად

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, საქართველომ ვალდებულება აიღო და ასრულებს კიდეც იმის თაობაზე, რომ ქვეყნის ტერიტორია არ იქნება გამოყენებული არც რუსეთის, არც ირანის და არც დასანქცირებული კომპანიის დასახმარებლად, რათა თავი სანქციებს აარიდოს.

„დღის წესრიგში ყულევის დასანქცირების თემა პოლიტიკური გარემოებებიდან გამომდინარე იდგა, რადგან კარგად იციან, რომ აქ არანაირ რეალობას არ წარმოადგენს ის, რომ ქვეყანაში დასანქცირებული გემი შემოდის და რაღაც მანიპულაციები ტარდება. გონებაჩლუნგი ან გულუბრყვილო უნდა იყო, რომ გეგონოს, რაღაც ფარულად და ჩუმად ხდებოდეს ისე, რომ ამას საერთაშორისო მონიტორინგი ვერ ამჩნევდეს. ეს გამორიცხულია, ამას ვინც არ უნდა ეცადოს.

პრობლემა ისაა, რომ საქართველოს მიმართ სანქციების დაწესებისთვის ის ადამიანები იბრძვიან, ვისაც ჩვენ უსამშობლოებს ვუწოდებთ. მათი მიზანია, როგორმე, დასავლეთმა სანქციები დაგვიწესოს. სხვების მიზანია, იქნებ, ირანმა საქართველოში ბომბები ჩამოაგდოს. კიდევ სხვები იბრძვიან, იქნებ, საქართველო იმ საომარ მოქმედებებში ჩაერთოს, რომელიც უკრაინა-რუსეთს შორის მიმდინარეობს. ეს ჯგუფები გაერთიანებული არიან, რომ იქნებ, საქართველოში მარიონეტული ხელისუფლება მოვიდეს. ამას ბრიუსელიდანაც მხარს უჭერენ. ყულევის საკითხი შესანიშნავი მაგალითია, გავითვალისწინოთ, როგორი მტრები ჰყავს საქართველოს და ვინ არიან ეს მტრები ქვეყნის შიგნით და მის გარეთ“, – განაცხადა ვოლსკიმ.

banner
წინა სტატიაშინიკოლოზ სამხარაძე: ეს არის არა “პიჯაკების საქმე”, არამედ 9 მილიონის გაფლანგვის საქმეა
შემდეგი სტატიაისრაელის თავდაცვის მინისტრი: ირანის წინააღმდეგ ოპერაცია დროის შეუზღუდავად გაგრძელდება