გია ვოლსკი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე რაიმე ტიპის ზეწოლას გამორიცხავს

მმართველი გუნდის წევრი, გია ვოლსკი, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე რაიმე ტიპის ზეწოლას გამორიცხავს. ხელისუფლება მოსამართლეების გამოკითხვასთან დაკავშირებით პროკურატურის განცხადებას ენდობა.

მისი თქმით, თუ ასეთი ფაქტები რეალურად იყო, მაშინ მათზე ღიად საუბარი მოსამართლეების ვალდებულებაა.

„არც ერთმა მოსამართლემ არ უჩვენა, რომ მასზე რაიმე სახის ზეწოლა ხორციელდება. ეს არის ფაქტი. საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები თუ რაიმე ფაქტის გამო არ საუბრობენ მსგავს ზეწოლაზე, მაშინ ისინი არ იმსახურებენ ამ მანტიას. მაგრამ მეორე კუთხით რატომ არ უნდა განვიხილოთ ეს მოსამართლეების იმ პირებად, რომელთაც არ შეეშინდებოდათ მსგავსი ფაქტების დასახელებისა, მითუმეტეს, რომ მათ იმუნიტეტის მაღალი ხარისხი აქვთ. ასე რომ, მათ მიერ რაიმეზე თავის შეკავება, ვფიქრობ, გამორიცხულია,“ – აცხადებს გია ვოლსკი.

ვიცე-პრემიერი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, გიორგი პაპუაშვილს, პოლიტიკურ მანიპულაციაში ადანაშაულებს და მოსამართლეებზე არსებულ ზეწოლაზე გაკეთებულ მის განცხადებას “სიცრუეს” უწოდებს.

banner
წინა სტატიაშიბეშუმში დაშავებული მოზარდების მდგომარეობა სტაბილურია
შემდეგი სტატიაჟურნალისტ რომან ქევხიშვილის ცემაში ბრალდებულს 1000 ლარიანი გირაო შეეფარდა