გია ვოლსკი : საკონსტიტუციო სასამართლო მომავალში დამოუკიდებელი იქნება

დეპუტატი და ქართული ოცნების წევრი, გია ვოლსკი ფიქრობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო მომავალში პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალი იქნება. ვოლსკი დღეს კვლავ სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს, გიორგი პაპუაშვილს, აკრიტიკებს და აცხადებს, რომ პაპუაშვილმა სასამართლოს ავტორიტეტი დააზიანა.

“საკონსტიტუციო სასამართლოს იმიჯი და ავტორიტეტი სერიოზულად დაზიანდა იმ ხელმძღვანელის მიერ, რომელიც ერთ კონკრეტულ პარტიას ემსახურებოდა. ყველა უნდა იყოს განწყობილი იმისათვის, რომ აღარ მივიღოთ ის წარსული, რაც გვქონდა და მომავალში იყოს ეს სტრუქტურა დამოუკიდებელი ყველა გავლენისაგან,”- განაცხადა გია ვოლსკიმ.

banner
წინა სტატიაში“დღეს ხელისუფლებამ თავისი გაიტანა, აირჩია ისეთი კანდიდატურა როგორიც მას უნდოდა”
შემდეგი სტატიადუმაში რუსეთის ფედერაციისა და აფხაზეთის ერთობლივი ჯარების შესახებ შეთანხმების რატიფიცირება მოხდება