გია ვოლსკი – რაღაც შეიძლება შეიცვალოს

news
ავტ.: news მარტი 28, 2016 14:19

გია ვოლსკი – რაღაც შეიძლება შეიცვალოს

მნიშვნელოვანი

  • მიმდინარეობს პოლიტიკური ცხოვრება და რაღაც შეიძლება შეიცვალოს, - ასე ეხმაურება უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკი საპარლამენტო არჩევნებში "რესპუბლიკელების" შესაძლო დამოუკიდებლად მონაწილეობის საკითხს.

სხვა სტატიები

მიმდინარეობს პოლიტიკური ცხოვრება და რაღაც შეიძლება შეიცვალოს, – ასე ეხმაურება უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკი საპარლამენტო არჩევნებში “რესპუბლიკელების” შესაძლო დამოუკიდებლად მონაწილეობის საკითხს.
ვოლსკი უფრო მკაფიო შეფასების გაკეთებისთვის “რესპუბლიკური პარტიის” განცხადებას ელოდება.

“პარტიაში შიდა კონსულტაციები მიმდინარეობს და განცხადებას თავად გააკეთებენ. აქსიომაა, რომ კოალიციურ რეჟიმში მუშაობას, დივერსიფიკაციას, მრავალფეროვნებას ბევრი დადებითი აქვს. გადაწყვეტილება შეიძლება იყოს სხვანაირიც, თუმცა მე ამასთან დაკავშირებით აჟიოტაჟს არ შევქმნიდი. ვნახოთ, განცხადებას თავად გააკეთებენ”, – განუცხადა ჟურნალისტებს გია ვოსლკიმ.

კითხვაზე, რამდენად მოსალოდნელია “რესპუბლიკელების” არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობის შემთხვევაში, “რესპუბლიკელმა” მინისტრებმა თანამდებობები დატოვონ, ვოლსკიმ განმარტა, რომ მინისტრები პარტიული ნიშნით არ ყოფილა შერჩეული. მისივე თქმით, ამასთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიციები არსებობს.

news
ავტ.: news მარტი 28, 2016 14:19

Google სტატისტიკა


8,382
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics