გია ვოლსკი: რაღაც პოლიტიკურ ინტრიგაშია ჩახლართული ელისაშვილი, რომლიდანაც გამოსვლა უჭირს

„რაღაც პოლიტიკურ ინტრიგაშია ჩახლართული ელისაშვილი, რომლიდანაც გამოსვლა უჭირს,“ – გია ვოლსკი საკრებულოს დეპუტატის ალეკო ელისაშვილის მოთხოვნას საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე, ეხმაურება.

„ვფიქრობ, როგორც ყოველთვის ერთადერთი გადაწყვეტილება ასეთ ვითარებაში არის ხოლმე იმის თქმა, რომ საპარლამენტო კომისია არის აუცილებლი. თუ რამე მასალები აქვს, უმჯობესია დროულად დადოს, თუ პროკურატურას არ ენდობა, საზოგადოებას გააცნოს,“ – აცხადებს გია ვოლსკი.

უმრავლესობის თქმით, საგამოძიებო კომისიის შექმნის აუცილებლობა არ არსებობს, ვინაიდან არსებობს პროკურატურა და სწორედ პროკურატურა დადებს საბოლოო დასკვნას ამ საქმესთან დაკავშირებით.

 

banner
წინა სტატიაშისად არის ღარიბაშვილი
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი 18:00 საათზე საგანგებო განცხადებას გააკეთებს