გია ვოლსკი: რაც უფრო მეტი იქნება შენიშვნები, მათ შორის უმრავლესობიდან, ჩვენი ქვეყანა უფრო მეტს მოიგებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი კვირიკაშვილი დღეს პარლამენტში დეპუტატებს შეხვდა. კვირიკაშვილმა შეხვედრა გამართა „პატრიოტთა ალიანსისა“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებთან. ამ წუთებში კი იგი „ქართული ოცნების“ დეპუტატებს ხვდება.

გია ვოლსკის განცხადებით, უმრავლესობას სხვადასხვა შენიშნვები და საქმიანი წინადადებები აქვს მთავრობასთან:

„მთავარი პრიორიტეტები არის განათლება და ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა. ასევე ხალხის ხელმისაწვდომობა ყველა საკითხისადმი, რომელიც განვითარების თემას ეხება და რომელიც ეხება საინტერესო იდეის რეალიზაციის თემას. ამ საკითხებთან დაკავშირებით მთავრობას ძალიან კარგი წინადადებები აქვს, რაც უფრო მეტი იქნება შენიშვნები, მათ შორის უმრავლესობიდან, შენიშვნები, წინადადებები, საქმიანი დამოკიდებულება ყველა საკითხისადმი, ჩვენი ქვეყანა უფრო მეტს მოიგებს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

banner
წინა სტატიაშიდაშავებული სამხედრო მოსამსახურეების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია
შემდეგი სტატიანინო ბურჯანაძე: ნაციონალური მოძრაობა გადატეხა და პოლიტიკურ სამარემდე მიიყვანა სწორედ ჩვენმა პოლიტიკურმა ძალამ