გია ვოლსკი: ქორწინების საკითხზე კანონპროექტი პარლამენტში განიხილება და მას ბოლომდე მივიყვანთ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრ გია ვოლსკის განცხადებით, ქორწინების განსაზღვრებასთან დაკავშირებით, კონსტიტუციაში ცვლილებას პარლამენტი განიხილავს და მიიღებს.

“გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივის ძალიან დიდი მხარდაჭერაა ის, რომ 200 ათაზე მეტმა ადამიანმა ხელი მოაწერა იმ პოზიციას, რაც ჩვენ გაგვაჩნია. ამ საკითხის მიმართ, ჩვენი დამოკიდებულება არ იცვლება და დარწმუნებული ვართ, რომ პარლამენტში, სადაც უკვე ინიცირებული გვაქვს კანონპროექტი, განიხილება და ბოლომდე იქნება მიყვანილი”, – განაცხადა ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტი ქორწინების საკითხზე რეფერენდუმის გამართვას საჭიროდ არ მიიჩნევს.

ცნობისთვის, 2 აგვისტოს ცესკო-მ ქორწინების განსაზღვრასთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარების საკითხზე პრეზიდენტს მიმართა. რეფერენდუმი შემდეგ კითხვაზე პასუხის გასაცემად უნდა ჩატარდეს – თანახმა ხართ თუ არა, რომ ქორწინება განისაზღვროს, როგორც ქალისა და მამაკაცის ერთობა.

banner
წინა სტატიაშიყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადებისა და გამოყენების ფაქტზე ერთი პირი პასუხისგებაში მისცეს
შემდეგი სტატიაგამსახურდიას გამზირზე ტაქსის მძღოლი დაჭრეს