გიორგი ვოლსკი არ ადასტურებს ,რომ ის შეიძლება პარლამენტის ვიცე სპიკერი გახდეს. თუმცა აცხადებს, რომ ის კანდიდატები, რომლებიც გავრცელებული ინფორმაციით სხვადასხვა თანამდებობებზე სახელდებიან რეალობას შეესაბამება.
“ჩემს სპიკერობაზე, ან ფრაქციის თავმჯდომარეობაზე ბევრი ინფორმაცია ვრცელდება. ზოგი ინფორმაცია ნამდვილია, ზოგი განიხილება ჯერ კიდევ, მაგრამ კანდიდატურები მართლაც ისაა, რაც ვრცელდება. ამაზე მეტს ვერ გეტყვით ვერაფერს,”- განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.