გია ვოლსკი : პროკურატურა შოთაძის ხელში იქნება ეფექტური და მაღალპროფესიული

არ ვფიქრობ, რომელიმე პოლიტიკურ პარტიას უნდა ჰქონდეს იმის იმედი, რომ პროკურატურა, მისი ხელმძღვანელობის პირობებში, რაიმე შეკვეთას შეასრულებს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ გენერალური პროკურორობის კანდიდატ ირაკლი შოთაძეზე საუბრისას განაცხადა.

გია ვოლსკის მიიჩნევს, რომ პროკურატურა ირაკლი შოთაძის ხელში იქნება ეფექტური და მაღალპროფესიული.

ვფიქრობ, ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც ამ თემაზე ინტენსიურად საუბრობს, მათი მეორედ და მესამედ მოსვლაა აბსოლუტურად მიუღებელი საზოგადოებისათვის. რაც შეეხება შოთაძეს, პროფესიონალია. არ ვფიქრობ, რომელიმე პოლიტიკურ პარტიას უნდა ჰქონდეს იმის იმედი, რომ პროკურატურა, მისი ხელმძღვანელობის პირობებში, რაიმე შეკვეთას შეასრულებს ან რაიმეზე უკან დაიხევს, იმის გამო, რომ პოლიტიკური კონიუნქტურა ამა თუ ინ მიმართულებას კარნახობს საზოგადოებას. პროკურატურა შოთაძის ხელში იქნება ეფექტური და მაღალპროფესიული.

საპროკურორო საბჭო დღეს საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატ ირაკლი შოთაძეს უსმენს. ირაკლი შოთაძე საქართველოს მთავარი პროკურორის თანამდებობას 2015 წლის 27 ნოემბრიდან იკავებდა. შოთაძემ მთავარი პროკურორის თანამდებობა 2018 წლის 31 მაისს დატოვა.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტის სხდომაზე ბაღდათში ხანძრის შედეგად დაღუპულებს წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს
შემდეგი სტატიამამუკა მდინარაძე: ბაღდათში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო უმრავლესობა უარს ამბობს დღეს პოლიტიკური განცხადებების გაკეთებაზე