გია ვოლსკი – პრეზიდენტს და ოპოზიციას კონსენსუსად მათი ულტიმატუმის შესრულება მიაჩნიათ

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის შეფასებით, პრეზიდენტს და ოპოზიციას კონსენსუსად მათი ულტიმატუმის შესრულება მიაჩნიათ.

დეპუტატი საკონსტიტუციო ცვლილებებზე პრეზიდენტის მიერ ვეტოს დადებას არ გამორიცხავს, თუმცა აცხადებს რომ, „ლოგიკური არ არის ერთი პოლიტიკური გუნდის მხარდაჭერა, როდესაც მეორე მხარეს არანაკლებ სერიოზული გუნდი დგას ხუთი პარტიის შემადგენლობით“.

„ბევრჯერ იყო საუბარი იმაზე, რომ პრეზიდენტმა რაღაც პოლიტიკური პლატფორმა აირჩია და თავის გარშემო კრებს პოლიტიკურ პარტიებს – ზოგს ნაცნობს, ზოგს უცნობს… თვითონ არ აკეთებს ამ თემაზე კომენტარს და მე მის მაგივრად ნამდვილად ვერ ვილაპარაკებ. ფაქტია, რომ კონსენსუსად მიაჩნიათ ის, რომ ულტიმატუმი შესრულდეს, რაც უსაფუძვლოა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

banner
წინა სტატიაშიდავით საყვარელიძე – ბრალდების დადგენილებაში ბევრი სისულელე წერია
შემდეგი სტატიადმანისის გამგებელი თვითმმართველობის არჩევნებში „შენების მოძრაობის“ სახელით მიიღებს მონაწილეობას