გია ვოლსკი – პრეზიდენტის მოხსენება საინტერესო იყო

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი პრეზიდენტის წლიურ მოხსენებას საინტერესოს უწოდებს.

ვოლსკის შეფასებით, პრეზიდენტმა საკუთარ გამოსვლაში სწორი აქცენტები გააკეთა.

„მსოფლიოში დიდი გამოწვევებია, რასაც ჩვენ, სამწუხაროდ, ნაკლებ ყურადღებას ვაქცევთ. ეს სხვადასხვა შიდა ვითარებით არის გამოწვეული. საერთოდ საქართველოში ურთიერთობები მნიშვნელოვნად შეიცვალა და სამწუხაროა, რომ ცუდ მაგალითს აძლევენ პოლიტიკოსოსები და პოლიტიკური ჯგუფები. მე რომ ტრიბუნასთან ვყოფილიყავი, ალბათ, იმავე თემებზე გავაკეთებდი აქცენტებს, ვინაიდან ახალგაზრდებისთვის მეტი სტიმულია მისაცემი, მეტი კარგი მაგალითი. მითუმეტეს საქართველოს, თავისი ტრადიციებიდან და ყოველდღიური ცხოვრებიდან გამომდინარე, ასეთი წესიერი და კარგი მაგალითი უამრავი აქვს“ ,- განაცხადა გია ვოლსკიმ.

banner
წინა სტატიაში“საარჩევნო სისტემა, რომელიც ხელისუფლებამ შესთავაზა ოპოზიციას, პატარა პარტიებს მისცემს პარლამენტში მოხვედრის შესაძლებლობას”
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვილისა და მამუკა მდინარაძის მისალმება მუშტებით