გია ვოლსკი: პრეზიდენტი პარლამენტმა უნდა აირჩიოს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გია ვოლსკის განმარტებით, პრეზიდენტის პარლამენტის მიერ უნდა იქნას არჩეული.

“იქნება გადაწყვეტილება მიღებული იმ ფუნქციებიდან გამომდინარე, რომელიც კონსტიტუციით უნდა ჰქონდეს პრეზიდენტს მინიჭებული, როგორც ეს სხვადასხვა ევროპულ დემოკრატიებში არსებობს. როდესაც ჩვენ მიგვაჩნია, რომ ქვეყანაში საპარლამენტო მმართველობა უნდა გაძლიერდეს, მეტი უფლებები უნდა მიეცეს პარლამენტს, მათ შორის, პრეზიდენტის არჩევის უფლებაც”,-განაცხადა გია ვოლსკიმ.

banner
წინა სტატიაში“საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება არ ნიშნავს, რომ კონსტიტუციაში ცვლილებებს „ქართული ოცნება“ ერთპიროვნულად შეიტანს”
შემდეგი სტატია“ვინც მაგინებთ, ყველას ვინაობა და ფოტო მაქვს შენახული, ყველას დაგივლით”