გია ვოლსკი – პრაქტიკულად შეუძლებელია საგარეო საქმეთა სამინისტრომ უცხო ქვეყანაში პროცესები შეცვალოს

არსებობს თუ არა მექანიზმი იმის, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ როგორღაც ვითარება, ან პროცესები შეცვალოს უცხო ქვეყანაში, მე ამაზე საკმაოდ სერიოზული სხვა აზრი გამაჩნია – ამის გაკეთება პრაქტიკულად, შეუძლებელია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ უკრაინიდან დეპორტირებული საქართველოს მოქალაქეების შესახებ და “ნაციონალური მოძრობის” მიერ ამ ფაქტზე საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის პარლამენტში დაბარების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

“ჩვენ ამის თაობაზე დეტალები არ ვიცით. უკრაინამ გადაწყვიტა, რომ გაეკეთებინა ეს ნაბიჯი. მე ვერ შევაფასებ ამ შემთხვევაში ამ ქმედებას, ამ ნაბიჯს, ვინაიდან არ გვაქვს საწყისი ინფორმაცია. როგორ იმოქმედა საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ეს კიდევ მეორე საკითხია. მე არ მგონია, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს არ უნდა ჰქონდეს უახლოეს პერიოდში კონკრეტული პასუხები, თუმცა მექანიზმი არსებობს თუ არა იმის, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ როგორღაც ვითარება, ან პროცესები შეცვალოს უცხო ქვეყანაში, მე ამაზე საკმაოდ სერიოზული სხვა აზრი გამაჩნია – ამის გაკეთება პრაქტიკულად, შეუძლებელია”, – განაცხადა ვოლსკიმ.

banner
წინა სტატიაშიგამოთავისუფლება იქნება ადმინისტრაციულ რესურსში – სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი – საქართველოში თუ დამაბრუნებენ, გარანტიას გაძლევთ, ძალიან მალე თავისუფალი ვიქნები