გია ვოლსკი: ფერეიდნელ ქართველებს საქართველოსთან კავშირში ხელი უნდა შევუწყოთ

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ ფერეიდნელი ქართველების მიმართვასთან დაკავშირებით, ღრმა მსჯელობა უნდა გაიმართოს.

ვოლსკი იმ ქართველების მიმართვას გამოეხმაურა, რომლებიც საქართველოს მთავრობას მათთვის ორაგი მოქალაქეობის მინიჭებას სთხოვენ.

ვოლსკი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია, როგორც ფერეიდნელ ქართველებს, ასევე მსოფლიოში მცხოვრებ სხვა ქართველებს საქართველოსთან ურთიერთობაში ხელი შეეწყოთ.

„არამარტო ფერეიდნელ ქართველებს, არამედ სხვა ქართველებს, ხელი უნდა შევუწყოთ საქართველოსთან კავშირში, რათა ურთიერთობა კი არ დაკარგონ, არამედ პირიქით გააძლიერონ, თუმცა ამ მიმართვასთან დაკავშირებით საჭირო არ არის სწრაფი პასუხის გაცემა, არამედ მნიშვნელოვანია საკითხის ღრმა განხილვა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

banner
წინა სტატიაში“უნდა გადავწყვიტოთ, გამოცდებისთვის მოსამზადებელი უნდა იყოს სკოლა, თუ ცხოვრებისთვის”
შემდეგი სტატიაალექსანდრე ჯეჯელავა: ვგეგმავ რამდენიმე წლის განმავლობაში ამ სამინისტროში ვიმუშავო