გია ვოლსკი – ოპოზიციის ულტიმატუმია: ხელისუფლებამ “თავზე ნაცარი წაიყაროს”

არის ულტიმატუმი, რომ ხელისუფლებამ “თავზე ნაცარი წაიყაროს” და აღიაროს, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არსებობენ, ხოლო არჩევნები იმდენჯერ ჩატარდეს, ვიდრე მიხეილ სააკაშვილს არ აირჩევენ და ჩაის პარლამენტის ტრიბუნიდან არ დალევს – ამ ულტიმატუმის მიღმა არაფერი არ დგას, – აღნიშნული განცხადება დღეს ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ გააკეთა.

ვოლსკის თქმით, გუშინ გამართულ შეხვედრაზე თანამდებობების გადანაწილების თაობაზე მსჯელობა არ ყოფილა და საფუძველი არა აქვს იმას, რაც აღნიშნულ საკითხზე შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.

“ერთმანეთის დადანაშაულება შეიძლება, მაგრამ საზოგადოება არ არის ბრმა, როგორც ზოგიერთს ჰგონია. ყველა ხედავს რა მოხდა. ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ევროკავშირის დროშიც რაღაც აქციებს შეუერთდნენ, უნდა დაფიქრდნენ, რა პოზიცია აქვს ევროკავშირს. დაფიქრდნენ იმ დამოკიდებულებაზე, რაც ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს პროცესის მიმართ გააჩნიათ. ვინც ამას სიღრმისეულად გაანალიზებს, ბევრი ადამიანი, ვინც ოპოზიციას უჭრეს მხარს, აქციაში მონაწილეობას გადაიფიქრებს”, – განუცხადა ჟურნალისტებს ვოლსკიმ.

banner
წინა სტატიაშიხურვალეთში, საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები დათა პაპა გარდაიცვალა
შემდეგი სტატიაბერძენიშვილი – ამ უვიცებს ჰგონიათ, რომ მორჩა, ამოისუნთქეს…