7.8 C
Tbilisi
პარასკევი, ნოემბერი 13, 2026
banner

გია ვოლსკი ოპოზიციის აკრძალვაზე: თუ ეს არის ჯგუფი, რომელიც ქვეყნის განსაცდელში ჩაგდებას ცდილობს, ეს ერთადერთი გზაა

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ოპოზიციური პარტიების შესაძლო აკრძალვის საკითხს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ როდესაც საქმე ქვეყნის უსაფრთხოებას ეხება, აღნიშნული ნაბიჯი ერთადერთ ოპტიმალურ გადაწყვეტილებად რჩება.

ვოლსკის თქმით, ქვეყანაში არსებობენ ჯგუფები, რომლებიც პოლიტიკურ პარტიებს უწოდებენ საკუთარ თავს, თუმცა რეალურად საქართველოს რუსეთთან სამხედრო და ეკონომიკურ კონფლიქტში ჩაბმას ცდილობენ.

„ოპოზიციის აკრძალვა არ არის კარგი, თუ ის არის ოპოზიცია. მაგრამ თუ არის არა ოპოზიცია, არამედ გარკვეული ჯგუფი, რომელიც კონკრეტული გეგმით მოქმედებს იმისათვის, რათა ქვეყანა ჩავარდეს წარმოუდგენელ, შეუქცევად განსაცდელში, რასაკვირველია, ეს ერთადერთი გზა არის… სასიხარულო ამაში არაფერი არ არის. სავალალოა, რომ ქვეყანაში არსებობენ ადამიანები, რომლებიც პოლიტიკურ პარტიებს უწოდებენ საკუთარ თავს და დაპირისპირებულები არიან ქვეყნის მომავალთან“, — განაცხადა გია ვოლსკიმ.

მისივე განმარტებით, სამართლებრივი გზით აკრძალვის ალტერნატივა ისევ წინა ხელისუფლების მეთოდებია — ფიზიკური დაპირისპირება, დაშინება და განუკითხავი დასჯა, რაც დღევანდელი ხელისუფლებისთვის მიუღებელია.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კახიანი: ბევრი აბსურდი მოვისმინეთ გვარამიასგან
შემდეგი სტატიათურქეთის ელჩი: საქართველოს უსაფრთხოება და სტაბილურობა მთელი რეგიონისთვის მნიშვნელოვანია