29.2 C
Tbilisi
შაბათი, ივნისი 13, 2026
banner

გია ვოლსკი: ოპოზიციას უნდა, რომ მშვიდობიანი აქცია სახელმწიფო სტრუქტურებთან დაპირისპირებად და ექსტრემიზმად გადააქციოს

საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, ოპოზიცია 26 მაისს დაგეგმილ საპროტესტო აქციაზე მიზანმიმართულ პროვოკაციას ამზადებს, რათა პროცესები სახელმწიფო სტრუქტურებთან ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდოს. ვოლსკის თქმით, ოპონენტების მიზანია, ქვეყანაში კიდევ ერთხელ მისცენ გაქანება რევოლუციურ „ექსტრემიზმს“, რომელიც სამართალდამცველებმა გასული წლის ოქტომბერში შეაჩერეს.

უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის შეფასებით, ოპოზიციურმა სპექტრმა საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედება და დესტაბილიზაციის მცდელობა პირდაპირ უცხოურ დაკვეთად და შემოსავლის წყაროდ აქცია:

„უნდათ, მშვიდობიანი აქცია გადაიქცეს სახელმწიფოსთან და სახელმწიფო სტრუქტურებთან დაპირისპირებად, რათა ექსტრემიზმს, რომელიც საქართველოში მნიშვნელოვნად შეჩერდა მას შემდეგ, რაც საკადრისი პასუხი გაეცა აჯანყების თუ რევოლუციის განცხადებულ მცდელობას ოქტომბერში, კიდევ ერთხელ მიეცეს გაქანება.

ახლა პატრონებს უნდა ანახონ, რომ ტყუილად არ იხდიან ფულს და პოლიტიკურ მხარდაჭერას არ უცხადებენ. პროფესიად აქციეს ღალატი, დაპირისპირების ორგანიზება და ემსახურებიან აბსოლუტურად გარეშე ინტერესებს“, — განაცხადა გია ვოლსკიმ.

banner
წინა სტატიაშიცაჰკნა: სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე განზრახ დარტყმები ტერორის მიუღებელ აქტებს წარმოადგენს
შემდეგი სტატია“კანონი განგებ დაარღვიეს” – ვოლსკი განმარტავს, რატომ ეუბნება მერია და შსს უარს ოპოზიციას რუსთაველზე სცენის დადგმაზე