გია ვოლსკი: ოპონენტები სალომე ზურაბიშვილზეც ისე ფიქრობენ, როგორი შინაგანი ხედვაც თავად აქვთ

ჩვენი ოპონენტები ფიქრობენ ისე, როგორც შინაგანი ხედვა აქვთ და როგორც თვითონ აანალიზებენ სიტუაციას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

გია ვოლსკი ოპოზიციის განცხადებას გამოეხმაურა.

როგორც მან აღნიშნა, არიან ადამიანები, ამ შემთხვევაში, ოპონენტები თავიანთი საინფორმაციო რესურსებით, რომლებიც ამ საკითხსაც ისე აანალიზებენ და წონიან სიტუაციას, როგორი შინაგანი ხედვაც თავად აქვთ.

„სალომე შუღლს აღვივებსო. რასაკვირველია, ადამიანები არიან, ჩვენი ოპონენტები მყავს მხედველობაში თავიანთი საინფორმაციო რესურსებით, რომლებიც ფიქრობენ ისე, როგორც შინაგანი ხედვა აქვთ და როგორც თვითონ აანალიზებენ და წონიან სიტუაციას, როგორც თვითონ ხედავენ, როგორც არის დამოკიდებულება მათი ამ საკითხის მიმართ. ითქვა, რომ არ შეიძლება უცხო ქვეყნის მოქალაქეს, მნიშვნელობა არ აქვს რომელი ერის, მისცე მოქალაქეობა და შენი მოქალაქეები, რომლებიც არიან ლოიალურები ქვეყნის მიმართ, სახელმწიფოს მიმართ, არ აქვს აქაც ეროვნებას მნიშვნელობა, გყავდეს ისე, რომ არ აძლევდე მოქალაქეობის და საკუთარ ქვეყანაში ცხოვრების საშუალებას, ეს უკვე მარგველაშვილს ეკუთვნის ეს შენიშვნა, მე ვფიქრობ, რომ ასე უნდა გავაანალიზოთ, ასე უნდა შევხედოთ ამ სიტუაციას, თუკი ამ ქვეყნისთვის სიკეთე გვინდა”,-განაცხადა გია ვოლსკიმ.

banner
წინა სტატიაშიყიფიანს ისეთი ვერსია ათქმევინეს დაკითხვაზე, რომ ივანიშვილი დასცინის მთელ საზოგადოებას, მთელი საქართველო გამოჰყავს იდიოტად
შემდეგი სტატიარამაზ საყვარელიძე: „ახლა “ნაციონალები” უფრო დაემსგავსნენ “ნაციონალებს” და მეორე ტურს უკვე გამოვრიცხავ“