გია ვოლსკი – ნინო ბურჯანაძეს შენიშვნას ვერ მივცემ, ეს მისი პოლიტიკური ნიშა და არჩევანია

არ ვფიქრობ, რომ ასეთი ვიზიტები პოზიტიურია, რაღაც სეპარატისტული ვიზიტივით გამოდის, მაგრამ ნინო ბურჯანაძეს შენიშვნას ვერ მივცემ იმ თვალსაზრისით, რომ ეს მისი პოლიტიკური არჩევანი და მისი პოლიტიკური ნიშაა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკიმ დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერის ნინო ბურჯანაძის მოსკოვში ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.

„რუსეთთან პარალელური ურთიერთობები გარდა იმისა, რასაც სახელმწიფო გეგმავს და ახორციელებს, სტრატეგიულ ჩარჩოში რომელიც ჯდება და რომელსაც ჩვენი პარტნიორები მხარს უჭერენ, არ არის კარგი ქვეყნისთვის. რეალიზაცია გარკვეული ამოცანების ჩამოყალიბებულია და დაკავშირებულია მთელ რიგ სხვადასხვა ასპექტებთან. საერთაშორისო ურთიერთობების გარკვეული მიმართულებები თავად რუსეთთან მოლაპარაკებების ის ფორმატი, რომელიც ეკონომიკას ეხება, ასევე მნიშვნელოვანია სამომავლოდ. არ ვფიქრობ, რომ ასეთი ვიზიტები პოზიტიურია, რაღაც სეპარატისტული ვიზიტივით გამოდის, მაგრამ შენიშვნას ვერ მივცემ იმ თვალსაზრისით, რომ ეს მისი პოლიტიკური არჩევანი და მისი პოლიტიკური ნიშაა“, – განაცხადა ვოლსკიმ.

​დეპუტატი ნინო ბურჯანაძის მიერ გუშინ ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებასაც გამოეხმაურა.

„სამწუხაროა, რომ ვაჟა გაფრინდაშვილის თემით სპეკულაციის კიდევ ახალი ასპარეზი გაჩნდა. ყველამ ერთად ვიმუშავოთ და ამაზე შეჯიბრს ნუ დავიწყებთ. არ მგონია, რომ რუსეთს მისი განთავისუფლების სურვილი ჰქონდა და ამ სურვილის გაღვიძება არის დღეს ჩვენი ამოცანა ასეთი პიროვნული ურთიერთობით. პრობლემა გაცილებით უფრო ღრმაა“, – განაცხადა ვოლსკიმ.

„ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერის, ნინო ბურჯანაძის განცხადებით, მოსკოვში ყველა შეხვედრაზე ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხზე ისაუბრა.

ბურჯანაძემ საქართველოს პირველ არხთან სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს მიმართა თხოვნით, მაქსიმალურად ჩაერთონ ამ პროცესში, რათა ხელი შეუწყონ ვაჟა გაფრინდაშვილის რაც შეიძლება სწრაფად გათავისუფლების პროცესს

banner
წინა სტატიაშიგრიგოლ ვაშაძემ განმარტა, რას ნიშნავს „ნაკერავზე გახევა”
შემდეგი სტატიარუსული მედიის ცნობით, გავრილოვის ინციდენტის გამო ბურჯანაძემ კოსაჩოვთან ბოდიში მოიხადა