გია ვოლსკი: მთავარია, რომ არჩევნები ჩატარდეს წყნარად, როგორც ახლა მიმდინარეობს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი, გია ვოლსკი დაბა ნასაკირალში არჩევნების მიმდინარეობას აფასებს.

“მთავარია, რომ არჩევნები ჩატარდეს წყნარად, როგორც ახლა მიმდინარეობს. აქ პარლამენტის მანქანები არ უნდა იდგეს, სამწუხაროდ შევამჩნიე დაბურული შუშებით. მთავარია, ხალხს აქვს საშუალება ხმა მისცეს თავისუფლად, ის დრო არ არის, სახლში რომ უვარდებოდნენ, აძალებდნენ, თავისუფალი გამოხატვაა ნების და ვფიქრობ, ეს არის ჩვენი მთავარი მონაპოვარი. მოლოდინს რაც შეეხება, გამარჯვების მოლოდინი გვაქვს რასაკვირველია”,- განაცხადა გია ვოლსკიმ.

დღეს, საკრებულოს შუალედური არჩევნები გლდანის, გარდაბნის, კასპის, წყალტუბოს, ოზურგეთის, ხობის და ზუგდიდის ადგილობრივი მაჟორიტარული ოლქების 45 საარჩევნო უბანზე ტარდება.

banner
წინა სტატიაშითამარ ჟვანია: ასეთი დაპირისპირება არ მოქმედებს დადებითად საარჩევნო პროცესზე
შემდეგი სტატიასაია შსს-ს მიმართავს და სოფელ კორცხელში მომხდარი დაპირისპირების გამოძიებას ითხოვს