გია ვოლსკი-მტერი უნდა იყო ადამიანების, ხელისუფლებას მოსყიდვაზე რომ მიუთითო

“მტერი უნდა იყო ადამიანების, ხელისუფლებას მიუთითო, რომ ეს მოსყიდვას წარმოადგენს”. – ასე ეხმაურება პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი მთავრობის ფინანსურ დამხარებაზე ოპოზიციის კრიტიკას.

დღეს, 6 აგვისტოს, პრემიერმინისტრმა გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე, არჩევნებამდე სამი თვით ადრე პანდემიის პერიოდში ამოქმედებული ანტიკრიზისული გეგმა შეაჯამა და გეგმის მესამე ეტაპის დაწყების შესახებ განაცხადა. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ეს წინასაარჩევნოდ ამომრჩევლის მოსყიდვის მცდელობაა.

ვოლსკი ამბობს, რომ სოციალურ პაკეტში მთელი რიგი დახმარებებია, რომლებიც მოსყიდვად ვერ ჩაითვლება.

“მით უმეტეს მთავრობა არავის არ ეკითხება, რომელ პარტიას უჭერს მხარს. შეცვლის თუ არა თავის პოლიტიკურ პოზიციებს ან ზოგადად რა პოლიტიკური პოზიცია შეიძლება იყოს მოცემულ სიტუაციაში”.- ამბობს ვოლსკი.

banner
წინა სტატიაშითეა ახვლედიანი-ჩვენი მოქალაქეების გატაცება საოკუპაციო რეჟიმის კიდევ ერთი დესტრუქციული და ვერაგული გამომჟღავნებაა
შემდეგი სტატიამაია ცქიტიშვილი – ყოველგვარი სპეკულაცია, რომ სოციალურ პაკეტს აქვს წინასაარჩევნო ხასიათი, საფუძველს მოკლებულია