გია ვოლსკი: მიხეილ სააკაშვილის ოდესის გუბერნატორობიდან გადადგომა ქართულ-უკრაინულ ურთიერთობებს გააჯანსაღებს

დეპუტატ გია ვოლსკის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ოდესის გუბერნატორობიდან გადადგომა ქართულ-უკრაინულ ურთიერთობებს გააჯანსაღებს.

როგორც გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, მიხეილ სააკაშვილის საქმიანობასთან დაკავშირებით მაღალი წარმოდგენის არ არის.

„არამგონია, რომ ეფექტური იყოს მისი მუშაობა გუბერნატორის პოზიციაზე. რაც შეეხება ქართულ -უკრაინულ ურთიერთობებს, რასაკვირველია, ამ ურთიერთობების გაჯანსაღება, უფრო სწორად განვითარება, უფრო ადვილი და უფრო კითხვის ნიშნების გარეშე მოხდება. რაც შეეხება გადადგომას იქ უკრაინაში თავისი შიდა საქმეები და თვითონ გადაწყვიტონ. ერთი ცხადია, რომ სააკაშვილის განცხადებების გამო, მისი მოქმედებების გამო, რევოლუციური სცენარის განვითარების გამო, მეგობრულ ქვეყანაში როგორც საქართველოა უკრაინისთვის კითხვის ნიშნები ნამდვილად მოიხსნება ამაში დარწმუნებული ვარ“, – განაცხადა ვოლსკიმ.

მიხეილ სააკაშვილმა ოდესის გუბერნატორის თანამდებობა დღეს დატოვა. მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის ხელისუფლება კორუფციაში დაადანაშაულა.

banner
წინა სტატიაშიარჩილ თალაკვაძე: გიორგი გახარია იქნება იქ, სადაც ყველაზე მეტად გამოადგება ქვეყანას
შემდეგი სტატიაშვედმა პროკურორებმა ასანჟის დაკითხვის თარიღი გამოაცხადეს