გია ვოლსკი : მიხეილ სააკაშვილი „დურაკია“

ქართველ სამხედროებს არ ემუქრებათ არანაირი სამართლებრივი დევნა, რადგან ჩვენს ტერიტორიაზე რუსეთი შემოიჭრა და თუ პოლიტიკურ განცხადებას ვაკეთებთ, ამის დასაბუთება გაგვაჩნია, რომ შემოჭრას ხელი სააკაშვილმა შეუწყო, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, გია ვოლსკიმ განუცხადა, რომელიც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს გამოეხმაურა.

​გია ვოლსკის თქმით, მიხეილ სააკაშვილი ასეთ განცხადებებს იმიტომ აკეთებს, რომ დურაკია, კასანდრაა.

„კასანდრა მაშინ უნდა ყოფილიყო, როცა ჩვენი სახელმწიფო საშიშროების წინაშე იდგა. ამბობს, კასანდრა არ ვარ, მაგრამ მომავალს ხედავს. მომავლის ისეთი ხედვა სააკაშვილს რომ აქვს, იმ პერიოდში რომ ჰქონდა, როცა რუსეთს ხელს უწყობდა თავისი ინტერესები გაეტარებინა სამხრეთ კავკასიაში, უკეთესი იქნებოდა. ან კასანდრაა და რუსეთს განგებ შეუწყო ხელი, ან ცრუპენტელაა. მის საქართველოში ჩამოსვლაზე კი, გვირაბის გათხრა მახსენდება“, – დასძინა ვოლსკიმ.

banner
წინა სტატიაშიპირადი ცხოვრების კადრებით შანტაჟი – ეკა ბესელიას პროკურატურაში პროკურატურაში დღეს გამოკითხავენ
შემდეგი სტატიაგიგა ბოკერია : მიხეილ სააკაშვილი ალბათ მალე ჩემი ცხრაწლიანი მმართველობის მსხვერპლად გამოაცხადებს თავს