გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ გიორგი პაპუაშვილი პროკურატურამ უნდა დაკითხოს

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, გიორგი პაპუაშვილი მის მიერ გაჟღერებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით პროკურატურამ უნდა დაკითხოს.
გია ვოლსკი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, გიორგი პაპუაშვილის განცხადებას გამოეხმაურა იმის შესახებ, რომ იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მისი პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის გამოქვეყნებას გეგმავს და ამ განცხადებას უზნეობა უწოდა.
“ეს უზნეობაა, რომელიც არ ეკადრება მოსამართლეს, მითუმეტეს საკონისტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს. რატომ მოხდა ეს, რატომ აიჭრა ასე არ ვიცი. არ მინდა დავუშვა, რომ გამოცდების თემამ გამოიწვია. შეიძლება განსაზღვრული ჰქონდა მაინცდამაინც ევროპაში წასულიყო და ვერ მიიღო შესაბამისი ქულები და შეიძლება განწყობა აქვს ასეთი. მაგრამ ვფიქრობ, უზნეობაა ასეთი რამის დაბრალება”, – განაცხადა ვოლსკიმ.
მისივე თქმით, პაპუაშვილი უნდა დაკითხოს პროკურატურამ და უნდა გაირკვეს რაიმე რეალური თუ გააჩნია ხელში გარდა განცხადებებისა.

banner
წინა სტატიაშილევან მექვაბიშვილს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
შემდეგი სტატიახვალ პარლამენტში კახა კალაძეს მოუსმენენ