გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ დაბარების შემთხვევაში, პრეზიდენტი გამოკითხვაზე უნდა მივიდეს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ თუ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მსჯავრდებულთა შეწყალების აქტის თაობაზე გამოძიება გამოკითხვაზე დაიბარებს, ის პროკურატურაში აუცილებლად უნდა გამოცხადდეს.

ვოლსკის თქმით, კომპეტენტური უწყება ამბობს, რომ პრეზიდენტის გამოკითხვის აუცილებლობა ჯერ არ არსებობს.

„რა რესურსი გვაქვს, რომ ამის საწინააღმდეგო განცხადებები გავაკეთოთ, მასალას იცნობთ, გამოძიება გაქვთ ჩატარებული, თუ რაშია საქმე? თუ გამოძიება დაიბარებს, უნდა მოვიდეს. პრემიერ-მინისტრი მივიდა და ნებისმიერი ჩვენგანი უნდა მივიდეს და ჩვენება მისცეს”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

banner
წინა სტატიაშიდარწმუნებული ვარ, კენჭისყრამდე დიპლომებთან დაკავშირებული ნებისმიერი თემა იქნება ამოწურული – თალაკვაძე
შემდეგი სტატიამეთიუ ბრაიზა : 2008 წელს საქართველოსთვის მაპ-ის მინიჭების საკითხი ანგელა მერკელმა დაბლოკა