გია ვოლსკი: მეორე ტურში დამაჯერებელი იქნება “ქართული ოცნების” გამარჯვება

ვფიქრობ, არჩევნების მეორე ტურში აქტივობაც მაღალი იქნება და მეორე ტურში დამაჯერებელი იქნება “ქართული ოცნების” გამარჯვება, – ამის შესახებ ”ქართული ოცნების“ წევრმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ დიდი უპირატესობით გამარჯვებას ელოდება.

„ჩვენ ვფიქრობთ დარჩენილ 50-ვე ოლქში მოგებას. აბსოლუტურად დარწმუნებული ვართ, რომ ის საზოგადოება, რომელიც მხარს გვიჭერს, ასევე დაგვიჭერს მეორე ტურში და ბევრმა ადამიანმა, ვინც ე.წ. ნეიტრალურ პოზიციაზე იყო, ვფიქრობ გაიაზრა, რასთან გვაქვს საქმე და აქედან გამომდინარე ველოდებით, რომ უპირატესობა იქნება თვალსაჩინო“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

banner
წინა სტატიაშიენმ-ის ლიდერები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდნენ
შემდეგი სტატიაქართველი სპინტერი, დავით ხარაზიშვილი საერთაშორისო მარათონის გამარჯვებულია