27.4 C
Tbilisi
შაბათი, ივნისი 13, 2026
banner

გია ვოლსკი: LGBT აქციები გამოიყენება მექანიზმად, რომელმაც საქართველოს ხელისუფლება უნდა შეარყიოს!

“შენ თუ ეუბნები LGBT საზოგადოებას, რომ აუცილებლად უნდა გამოხვიდე მთავარ პროსპექტზე დროშებით და შენი უფლებები დაიცვა, რომელსაც არავინაც არ არღვევს, ეს იმას ნიშნავს, რომ შენ ელოდები რომ ამის საპირისპირო აქციაც გაიმართება.

ეს აქცია ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზრდება, რომ სისხლი დაიღვრება, რომ ეს საშუალებას მისცემს კონკრეტულ ძალებს განავითარონ გარკვეული პოლიტიკა შენს მიმართ და ის ტრენდი, რასაც ჰქვია LGBT საზოგადოების დაცვა, იქნება გამოყენებული იმ მექანიზმად, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას შეარყევს,” – ამბობს “ოცნების” დეპუტატი გია ვოლსკი სანქცირებული TV იმედის ეთერში.

banner
წინა სტატიაში“მხოლოდ შეკრება, პირჯვრის გადაწერა და სანთლის დანთება საკმარისი არ არის”- შალვა კერესელიძე ხელისუფლებას აკრიტიკებს
შემდეგი სტატიაზელენსკი: ომი ბრუნდება მშობლიურ ნავსაყუდელში, მოსკოვი ყველაზე მეტად უფრთხილდება თავის ხელისუფლებას