გია ვოლსკი : კონგრესმენების ის ერთი წინადადება აგრესიული ლობისტური საქმიანობის შედეგია

13-მა კონგრესმენმა ამერიკის შეერთებული შტატების რესპუბლიკელთა კვლევითი კომიტეტის ეროვნული უსაფრთხოების ანგარიშში, რუს და უკრაინელ ოლიგარქებთან ერთად სანქციების დაწესება ბიძინა ივანიშვილისთვისაც ითხოვა.

მათი თქმით, ბიძინა ივანიშვილი პუტინის ახლო მოკავშირეა და რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დესტაბილიზაციაშია ჩართული.

კონგრესმენების ამ განცხადებას საქართველოში არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ეს მოხსენება ბიძინა ივანიშვილის განაჩენის ტოლფასია. განსხვავებულ პოზიციაზეა მმართველი გუნდი.

როგორც ვიცე-სპიკერი, მმართველი გუნდის წევრი გიორგი ვოლსკი აცხადებს, კონგრესმენების ეს განცხადება აგრესიული ლობისტური საქმიანობის შედეგია.

“მე შემიძლია რუსეთისადმი ხელშეწყობის მაგალითები მოვიყვანო, როდესაც “ნაცმოძრაობამ” რუსეთის პოზიციების გაძლიერებას ხელი შეუწყვეს. ამიტომ, ვფიქრობ, რომ კონგრესმენების ის ერთი წინადადება, აგრესიული ლობისტური საქმიანობის შედეგია,”- აღნიშნავს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი.

banner
წინა სტატიაშითეა წულუკიანი – ჩვენი ვალია, შემოვკრათ განგაშის ზარს, ვიყოთ ფრთხილად, ნუ მივიყვანთ მდგომარეობას იქამდე, გამრავლდეს შემთხვევები
შემდეგი სტატიაგიგა ბოკერია : საქართველოს მეგობრები და პარტნიორები შეშფოთებულები არიან, რომ ივანიშვილის რეჟიმი საქართველოში პუტინის პოზიციებს აძლიერებს