გია ვოლსკი: ხშირად, ანგარიში, რომელიც ქვეყნებს ეხება, უტრირებულად არის წარმოდგენილი

ემუქრება თუ არა საფრთხე საქართველოს ევროატლანტიკურ კურსს. მოხსენება სენატში ამერიკის დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელმა გააკეთა და მსოფლიოში არსებული საფრთხეების შეფასებისას, ოფიციალური თბილისის პოლიტიკის ცვლილებებსა და რუსეთის მხრიდან საქართველოზე ზეწოლის გაზრდაზეც ისაუბრა.

ჯეიმს კლეპერის განცხადებას შეფასებები მოყვა უკვე თბილისში ქართველი პარლამენტარების მხრიდან.

უმრავლესობაში აცხადებენ, რომ მათთვის მსგავსი დოკუმენტები საინტერესოა, თუმცა, აქვე იმასაც ამბობენ, რომ ეს შეფასება გაზვიადებულია და ხელისუფლებას მკვეთრად აქვს განსაზღვრული ქვეყნის ორიენტაცია. ხშირ შემთხვევაში

“ხშირად, ანგარიში, რომელიც ქვეყნებს ეხება, მაგალითად უსაფრთხოების თემებს, რასაკვირველია უტრირებულად არის წარმოდგენილი ზოგიერთი მიმართულება, რამეთუ ყურადღება იქნეს გამახვილებული და ეს 100 პროცენტიან აუცილებლობას არ გულისხმობს,” – აცხადებს ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე გია ვოლსკი.

banner
წინა სტატიაშისკანდალი-ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ფირის კურიერი, რომელმაც კადრები “ქრონიკა +”-ის ოფისში მიიტანა, დააკავეს
შემდეგი სტატიაარასაპარლამენტო ოპოზიცია პრემიერმინისტრს შეხვდება