გია ვოლსკი – ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე პასუხების მიღება გამოძიების ინტენსივობამ განაპირობა

region
: region ივნისი 4, 2019 14:10

გია ვოლსკი – ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე პასუხების მიღება გამოძიების ინტენსივობამ განაპირობა

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე პასუხების მიღება გამოძიების ინტენსივობამ განაპირობა, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ. მისი თქმით, შესაბამისი სტრუქტურები იმსჯელებენ გამოძიების ხარისხზე, რომელიც ადრე ჩატარდა და ახლა მიმდინარეობს.

„ყოველგვარი ნიშნის მოგების გარეშე ვამბობ, რომ სერგი კაპანაძის განცხადება სამართლებრივი თვალსაზრისით არაკომპეტენტურია. არ შეიძლება, კომისიამ საგამოძიები სტრუქტურა ჩაანაცვლოს და თავი შეიქოს იმით, რომ გამოძიებას მათმა გამჭრიახობამ აჯობოს. ჯერ ერთი, ეს გამოძიებამ დაადგინა და არა კომისიამ. გამოძიება ამას ისედაც დაადგენდა, კომისიას რომც არ ემუშავა. თუმცა კომისიის მუშაობასაც გარკვეული პოზიტივი ჰქონდა. საზოგადოებამ დაინახა, პარლამენტის რესურსი ჩართული იყო სკანდალური და ტრაგიკული თემის გარჩევაში. ნურავინ დაიჩემებს, რომ გამოძიება ჩაატარა და საგამოძიებო სტრუქტურა შეცვალა.

გამოძიების ინტენსივობამ განაპირობა ბევრ საკითხზე პასუხების მიღება. ნუ ვიჩქარებთ. უდანაშაულობის პრეზუმფცია არსებობს, რომელიც უნდა დავიცვათ. ვნახოთ, როგორ იყო. შემდეგ ალბათ შესაბამისი სტრუქტურები იმსჯელებენ გამოძიების ხარისხზე, რომელიც ადრე ჩატარდა და ახლა მიმდინარეობს. ვფიქრობ, ადრე თუ გვიან სამართლიან გადაწყვეტილებაზე უნდა გავიდეთ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

როგორც გია ვოლსკი აცხადებს, თუ საქმის გამოძიებაში შეცდომა იყო, პასუხი ეცემა.

„ეს პასუხი გარკვეულ პოლიტიკურ ჯგუფებს არ მოსწონთ, არ მოსწონთ არაფერი, თუ რაიმე პროგრესია გამოძიებაში ან რაღაც სკანდალური თემა დაბოლოებისკენ მიდის. როცა ასეთი ტრაგედია ხდება, როცა ადამიანების დიდი ჯგუფი გულწრფელად დამწუხრებულია, ეს ნებისმიერ ხელისუფლება აზარალებს. ასეთი ფაქტები არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოში ხდება. მთავარია, საბოლოდ სწორ გადაწყვეტილებამდე მოვიდეთ. მთავარია, ადამიანები, რომლებიც დამნაშავები არ არიან ან ნაკლებად დამნაშავეები არიან, ადეკვატურად დაისაჯონ და არა ვიღაცის პოლიტიკური გემოვნების მიხედვით“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

„ევროპული საქართველოს“ წევრი სერგი კაპანაძე, რომელიც ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელი იყო, აცხადებს, რომ უნდა შესრულდეს საგამოძიებო კომისიის ის რეკომენდაციებიც, რომლებიც ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის გამყალბებლებს ეხება. მისი თქმით, მიხეილ კალანდიას დაკავება ის მთავარი რეკომენდაცია იყო, რომელიც დროებითმა საგამოძიებო კომისიამ შარშან გამოსცა. მიხეილ კალანდია დავით სარალიძის ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

region
: region ივნისი 4, 2019 14:10

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,133
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics