გია ვოლსკი – ხაჭაპურების ცხობა არ მეხერხება, მაგრამ კოჟორიძემ კვერცხები მოხარშოს

region
ავტ.: region ოქტომბერი 4, 2019 14:41

გია ვოლსკი – ხაჭაპურების ცხობა არ მეხერხება, მაგრამ კოჟორიძემ კვერცხები მოხარშოს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი „ლელოს“ წევრის, კახა კოჟორიძის მიერ მის მიმართ გაკეთებულ განცხადებას არასერიოზულს უწოდებს.

ჟურნალისტებთან საუბარში გია ვოლსკი მამუკა ხაზარაძისა და კახა კოჟორიძის განცხადებას გამოეხმაურა.

„მაია ცქიტიშვილს ცოტა კი დასცინა, მაგრამ მაია ცქიტიშვილი ხაჭაპურსაც უკეთესს გამოაცხობს და თუ საჭიროა, პორტსაც უკეთესად ააშენებს. საზოგადოება მიეჩვია იმას, რომ წამოძახილები ხან კორუფციაზეა, მით უმეტეს, წინასაარჩევნო პერიოდი ადრე დაიწყო და ასეთი შეძახილები იქნება, მაგრამ ფაქტებია მთავარი. ფაქტები უნდა დაიდოს 17 მილიონზეც და იმაზეც, თუ სადმე კორუფციის ნიშანი არსებობს. ეს შეიძლება გამაღიზიანებელი იყოს, მაგრამ ნორმალურია. წამოძახება, რომ შერჩეს და მედიამ კითხვები დასვას, ესეც პოლიტიკური ფანდია. წინასაარჩევნო პერიოდია და ასეთ პოლიტიკურ ფანდებს ბევრს გავიგებთ. სხვათა შორის, ხაჭაპურების ცხობა არ მეხერხება, მაგრამ კოჟორიძემ კვერცხები მოხარშოს. ეს განცხადებები არასერიოზული მგონია. ქალების მიმართ არასასიამოვნო დამოკიდებულებაა. მთავარია, რაც ცქიტიშვილმა თქვა, რომ თავის სისტემაში ყველაფერზე პასუხისმგებელია და ინფრასტრუქტურა ჩვენს თვალწინ ვითარდება. მაია ხაჭაპურსაც კარგად აცხობს და თავის საქმესაც შესანიშნავად უძღვება“, – დასძინა ვოლსკიმ.

მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებლმა, მამუკა ხაზარაძემ გუშინ განაცხადა: „მაია ცქიტიშვილი შეიძლება კარგად აცხობს ხაჭაპურებს, მაგრამ წარმოდგენა არ აქვს, რა არის ინფრასტრუქტურა“. აღნიშნულ განცხადებას საზოგადოების და მათ შორის, ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან მწვავე კრიტიკა მოჰყვა. იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა „ფეისბუქზე“ მამუკა ხაზარაძეს მიმართა: „თქვენ გძულთ ქალები, ვინც გაბედა და სამზარეულოს გარეთ ცხვირი გამოჰყო, ეს ხართ ამის მერე თქვენ, მეტი არაფერი“.

ამასთან, დღეს მოძრაობა „ლელოს“ წევრმა, კახა კოჟორიძემ დღეს აღნიშნა: „არ ვარ წინააღმდეგი, ხაჭაპური ვოლსკიმ გამოაცხოს, რაც შეეხება წულუკიანს, კარგია, რომ გაიღვიძა“.

region
ავტ.: region ოქტომბერი 4, 2019 14:41

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,251
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics