გია ვოლსკი : კარასინის ბოლო განცხადება არ ქმნის საფუძველს, რომ რაიმე სახის მოლაპარაკებები დაიწყოს

“ქართული ოცნების” წევრის გია ვოლსკის შეფასებით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის განცხადება, რაიმე სახის მოლაპარაკების წინაპირობას არ ქმნის.

ვოლსკი აცხადებს, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის მოლაპარაკებებისთვის წინაპირობა არ არსებობს.

“კარასინის ბოლო განცხადება საფუძველს არ ქმნის იმისთვის, რომ დაიწყოს რაიმე სახის მოლაპარაკებები. ჯერ ამ მოლაპარაკებისთვის არანაირი წინაპირობა არ არსებობს. ჩვენი პოლიტიკური შეუთავსებოლობა განპირობებულია ტერიტორიების ოკუპირებით”,-განაცხადა ვოლსკიმ.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი აცხადებს, რომ საქართველო რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღსადგენად მზად არ არის.

banner
წინა სტატიაშიჯიხაშკარის ინციდენთთან დაკავშირებით კიდევ ერთი პირი დააკავეს
შემდეგი სტატიამიშას ენმ-დან ჩამოშორება, პარტიის დეგრადაციას გამოიწვევს – თეა თუთბერიძე გიგი უგულავას პასუხობს